ოკუპირებულ მაკივკაში ნავთობის საცავი იწვის.
სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ, რომ ხანძარს ძლიერი აფეთქება უძღოდა.
ადგილობრივები ასევე წერენ, რომ ნავთობის საცავში ცეცხლი ოთხ რეზერვუარს უკიდია, თითოს ტევადობა 5000 ტონაა.
ე.წ. დონეცკში აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი უკრაინელების მხრიდან გაშვებული რაკეტა გახდა, უკრაინის გენშტაბში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge