ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეაში განაცხადეს, ”ჩვენი სამხედროები რაკეტის მოძრაობებს აკონტროლებენ და მზადყოფნის მდგომარეობას ინარჩუნებენ”.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სარდლობამ განაცხადა, რომ სუნანის რაიონიდან რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით 12:03 საათზე დააფიქსირეს.
აღნიშნულია, რომ დღევანდელი გაშვება სამხრეთ კორეის არჩეული პრეზიდენტის, იუნ სოკ იელის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.
ჩრდილოეთ კორეა წელს უკვე მე-14 ცდას ატარებს. რაკეტის უკანასკნელი გაშვება 16 აპრილს მოხდა.