ლევან იოსელიანი: „მოქალაქეები“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
კომისიის შექმნა ერთი კონკრეტული პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი და ინტერესია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორად არ მიიჩნევს, რომ პარლამენტის მომავალი რამდენიმე თვის საქმიანობა ამ თემის გარშემო იყოს აწყობილი.
“სწორად არ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს შემოტანილი და ამაზე იყოს აწყობილი მომავალი სამი-ექვსი თვის საპარლამენტო საქმიანობა. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, მათი პოზიცია გასაგებია, ცდილობენ, ოჯახის წევრი საპატიმროდან დაიხსნან, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პოლიტიკური მღელვარება მოჰყვეს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.