“აზოვსტალის” შტურმი დაიწყო, ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ

რუსი ოკუპანტები მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხნის შტურმზე გადავიდნენ.

როგორც Unian-ის კორესპონდენტი იტყობინება, “ამჟამად, ისინი ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ. ინფორმაციას “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე ადასტურებს. დამატებითი დეტალები ჯერ არ ხმაურდება”.

მისივე თქმით, შტურმის დაწყებამდე, რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში “აზოვსტალის” ქარხანას ბომბავდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები