ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პასუხისმგებლიანად იქცევა, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, – ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა „ქრონიკის“ კითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პასუხისმგებლიანად იქცევა, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს საქართველოში. ეუთო ასევე მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.