ვახტანგ მეგრელიშვილი – სააკაშვილზე: იმდენჯერ დაიძახა „ვაიმე მიშველეთ“, „ვაიმე ცუდად ვარ“, რომ ეს ყველასთვის არასერიოზულია
იმდენჯერ დაიძახა „ვაიმე მიშველეთ“, „ვაიმე ცუდად ვარ“, რომ გარდა მისი ფანკლუბისა, ეს ყველასთვის არასერიოზულია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს კლოუნადა ძალიან სასაცილოა, რაც სააკაშვილის მორალური ტვირთია.
„ეს კაცი თუ თავისით არ ჭამს, თუ ყველანაირი სერვისი მიეწოდება, თუ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაადასტუროს, რომ თვითონ არაფერს არ უშავებს, ზოგადად, ციხე არ არის კარგი გარემო ადამიანისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის, მაშინ რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს „ქართულ ოცნებას“, რაც არ უნდა დაემართოს მიხეილ სააკაშვილს?! – არაფერი! მითუმეტეს, იმ ისტორიის გათვალისწინებთ, როდესაც მილიონჯერ იტყუებოდა თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ეს კლოუნადა ძალიან სასაცილოა, ეს მისი მორალური ტვირთია. ვითომ ჭამდა და ვითომ არ ჭამდა, ვითომ ამდენი დღე შიმშილობდა, მისი მეგობრები შიმშილობდნენ, ყველაფერი ტყუილი იყო. იმდენჯერ დაიძახა „ვაიმე მიშველეთ“, „ვაიმე ცუდად ვარ“, რომ გარდა მისი ფანკლუბისა, ეს ყველასთვის არასერიოზულია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.