რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალი“ დაბომბეს – ქარხანაში ხანძარია

რუსმა ოკუპანტებმა, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანა დაბომბეს.

ამის შესახებ „აზოვის პოლკის“ მებრძოლებმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბარში განაცხადეს.

მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის დანახვა ქალაქის ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი.

„აზოვის პოლკის“ მეომრები ცოცხლები არიან, თუმცა მათი დაბომბვა ავიაციისა და არტილერიის მიერ კვლავ გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ჯარისკაცები მტრის წინააღმდეგ კვლავ იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები