გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, რომ უკრაინაში შეჭრას და ადგილზე მომხდარ „უაზრო მკვლელობებს“ ბოლო მოუღოს.
როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, „მნიშვნელოვანია ერთად უკეთესი მომავლის მიღწევა, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით, არამედ ეკონომიკური განვითარებისა და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობით“.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან“ და დასძინა, რომ „საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალადობის გამოყენებით“.