აზერბაიჯანის შსს: ინციდენტი შესაძლოა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულმა პირებმა მოაწყვეს

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ “ნეფთჩისა” და საქართველოს “ჩიხურას” მატჩზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა იმ ძალების მიერ იყო განხორციელებული, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუარესებით არიან დაინტერესებულნი. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოები აღნიშნულ ფაქტს იძიებენ.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას, ჩხუბი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი “ჩიხურას” ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები