არჩილ თალაკვაძე: კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა პასუხისმგებლობა არის ის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენდეთ

ყველა ობიექტური, მოთხოვნილი ინფორმაცია სათანადოდ იქნება დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის კითხვარზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარზე ყველა შესაბამის ინსტიტუტთან ერთად იმუშავა.

“მთავრობამ კითხვარზე მთავრობამ ყველა შესაბამის ინსტიტუტთან ერთად იმუშავა და პირველი ნაწილის შესახებ ინფორმაციის გადაცემა უკვე მოხდება. მთავრობა ამასთან დაკავშირებით განაგრძობს მუშაობას, რა თქმა უნდა, ყველა ობიექტური ინფორმაცია, ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია იქნება სათანადოდ დამუშავებული და მიწოდებული ევროკავშირისთვის. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა პასუხისმგებლობა არის, რომ წარმოვადგენდეთ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ, შევსებულ ნაწილს საქართველო კარლ ჰარცელს დღეს, 2 მაისს გადასცემს. რაც შეეხება კითხვარის მეორე ნაწილს, მის შესავსებად დრო საქართველოს 13 მაისამდე აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები