თენგიზ ცერცვაძე: კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა

“პანდემია არ დასრულებულა. კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა. მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად გვყავს 10-15 პაციენტი, როდესაც გვყავდა 80-100”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„შესაძლოა, სადღაც შემოდგომაზე გამოცხადდეს პანდემიის დასასრული“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები