რუსულმა ძალებმა ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 9-სართულიანი კორპუსის რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება საავადმყოფოს, დაბომბვის შედეგად მე-5 სართულზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.