რას წერდნენ გასულ წლებში სახალხო დამცველები ანგარიშებში – რა იყო და რა შეიცვალა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით

2008 წელი – ამონარიდები სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშიდან

ანგარიში ნათლად ასახავს, რომ მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებათა სისტემატური და მიზანმიმართული დარღვევის ტენდენცია კვლავ გრძელდება:
სერიოზულ პრობლემად რჩება ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების არარსებობა. მიუხედავად არაერთი განცხადებისა, არაფერი გაკეთებულა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებისა და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდის კუთხით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არანაირი წინსვლა არ იგრძნობა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით, რაც არის სამართლიან სასამართლოზე საქართველოს მოქალაქეთა უფლების დარღვევის უშუალო წყარო.
საანგარიშო პერიოდში კვლავ სერიოზულად იზღუდებოდა სიტყვის თავისუფლება. მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველომ  2008 წელს ამ სფეროში მკვეთრი უკანდახევა განიცადა წინა პერიოდთან შედარებით. გრძელდება საკუთრების უფლების დარღვევა და არაფერი მომხდარა საკუთრების დარღვეული უფლებების აღსადგენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ „აღიარა“ ამ სფეროში დაშვებული „შეცდომები“.
48B2B0D8-8B4C-4DDC-896F-C9A09F16801E_mw800_sკვლავ გრძელდება პოლიტიკური ოპოზიციის დევნა, რამაც მკვეთრად გამოხატული  ტენდენციის ხასიათი მიიღო 2007 წლის მეორე ნახევრიდან. დღემდე პოლიტიკური ოპოზიციის წევრებისა თუ მხარდამჭერების ცემისა და დევნის არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული, რაც ხელისუფლების პოლიტიკური ნების ნათელი გამოხატულებაა.
ამავე ტენდენციის გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა,  საქართველოს პარლამენტისგან ვერ მივიღეთ პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე – შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული თათბირის მასალებს. თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დათა ახალაია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დაიგეგმა საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა ცემის, მათთვის ნარკოტიკების ჩადებისა თუ სხვადასხვა მეთოდებით დევნის პოლიტიკა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ – მზად ვარ კომისიას წარვუდგინო ამ თათბირთან დაკავშირებული მტკიცებულებები. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა და 4 ნოემბრის თათბირის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა  ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი კითხვას – რატომ მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევამ მიზანმიმართული პოლიტიკის ხასიათი და ვინ გეგმავს და ახორციელებს ამ პოლიტიკას.
კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება, წამების საქმეების არაეფექტური გამოძიება ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა.
საანგარიშო პერიოდის საგანგაშო ტენდენციაა ადამიანების მოტაცებისა და გაუჩინარების ფაქტები.
კვლავ პრობლემაა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიება, რაც ადამიანთა მსხვერპლით დასრულდა. კვლავ გამოუძიებელია 2006 წლის 27 მარტს ციხის ამბოხის დროს ძალის გადაჭარბებული გამოყენების ფაქტი, რასაც შვიდი ადამიანის სიკვდილი და რამდენიმე ათეული ადამიანის დაჭრა მოჰყვა;
vazagashvili-iuriარავინ დაისაჯა 2006 წლის 2 მაისს თბილისში, პოლიციის მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის გამო (წინამდებარე მოხსენებაში ვრცლად არის მოცემული ამ საქმის ანალიზი და წარმოჩენილია საქმეში არსებული დარღვევები);  2008 წლის 8 მაისს თბილისში პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 32 წლის გიორგი გამცემლიძე. მკვლელს 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით მიესაჯა 2 წლით რეალური და 2 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) პირველი ნაწილით. ამ საქმის შესწავლის შედეგად გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ საქმე გვაქვს განზრახ მკვლელობასთან. გამოძიებამ და სასამართლომ კი ტრადიციულად (შდრ. სანდრო გირგვლიანის საქმე, 2006 წლის მეორე ნახევრის მოხსენება) ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავე პოლიციელისთვის ადეკვატური სასჯელი აეცილებინათ.
ბოლო წლებში სახალხო დამცველის მოხსენებებს წითელ ხაზად გასდევს ადამიანის უმთავრესი უფლების – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლების დარღვევა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. სამწუხაროდ, ამ სფეროში რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი პრაქტიკულად შეუძლებელია. უცვლელი რჩება მიზეზებიც, რაც ყოველწლიურად რამდენიმე ათეული პატიმრის სიკვდილს იწვევს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში: ეს არის ადმინისტრაციის უყურადღებობა პაციენტი პატიმრების მიმართ, ზერელე დიაგნოზები, არასწორი და არაადეკვატური მკურნალობა ან ხშირად მკურნალობაზე საერთოდ უარის თქმა.
საანგარიშო პერიოდში გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2008 წლის ივნისის თვეში გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავდა მიტინგის ჩატრებას პარლამენტის შენობის წინ, რათა დაეფიქსირებინა 2008 წლის 21 მაისს არჩეული პარლამენტის შეკრებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტის თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია წინასწარი Untitledგამოძიება, თუმცა დღემდე აღნიშნულ ფაქტებს არ ეძლევა ადკვატური სამართლებრივი შეფასება.
სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევარში მრავლად იყო მითითებული პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის თაობაზე. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში არც ერთი თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ დრომდე ადეკვატური სასჯელის გარეშე არიან დარჩენილი 2007 წლის ოქტომბრის თვეში პარლამენტის მაშინდელი წევრების ბეჟან გუნავაზე და ბიძინა გუჯაბიძეზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეები. მათი ვინაობა ყველასთვის და, პირველ რიგში, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისათვის კარგად არის ცნობილი. თავდამსხმელები არიან ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გიორგი სამუშია, გოგა ღურწკაია, მანუჩარ ფუტკარაძე, გიორგი მანია ირაკლი მიქაია, ბიქტორ მიქაია და აკაკი როგავა.
საანგარიშო პერიოდში ოპოზიციური შეხედულებების მქონე პირების მიმართ პოლიტიკური დევნა გამოიხატებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან პედაგოგების პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლებაში ან სამსახურიდან დათხოვნის მუქარაში, პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, თვალთვალში.
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ისევე, როგორც არჩევნების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მზადების პერიოდში, ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ძირითადად, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები ხდებოდნენ ჯგუფური თავდასხმის მსხვერპლი.
გაცილებით რთული ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც არჩევნების შემდეგ ესხმოდნენ თავს და სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტებს. აღნიშნული თავდასხმების დიდი ნაწილი გამოირჩევა განსაკუთრებული სისტიკით. თავდამსხმელები ფიზიკურ ძალასთან ერთად იყენებენ რეზინის ხელკეტს. საინტერესოა, ასევე, თავდასხმის ობიექტის შერჩევის კრიტერიუმები. მსხვერპლი არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის გამორჩეული ლიდერი, რათა შედეგად არ მოჰყვეს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯის შელახვა. პოლიტიკური დევნის გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურიდან გათავისუფლება. პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები ან მათი ნათესავები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რეალური საშიშროების წინაშე დგანან როგორც საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე დაწესებულებაში, ასევე კერძო სექტორშიც.
ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ მაინც საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები – პედაგოგები მოექცნენ.
003საქართველოში არც თუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მიუთითებენ  საგადასახადო ორგანოების მხრიდან მეწარმეობის თავისუფლების ხელყოფის თაობაზე. სახელმწიფოს მხრიდან ზემოქმედება გამოიხატება საწარმოსათვის სოლიდური რაოდენობის ჯარიმების დაკისრებასა და დალუქვაში.
ოპოზიციური ლიდერების მიმართ სიმპატიისა და მეგობრობის გამო, მეწარმეებს პრობლემები ექმნებათ მსხვილ ბიზნესშიც. მეგობრის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მეწარმეს გარანტირებული აქვს საქმიანობის ხელშეუხებლობა და მფარველობა. საკმარისია, პოლიტიკური ლობი ოპოზიციაში გადავიდეს, რომ  სახელმწიფო ბიზნესმენთან საგადასახადო ინსპექცია და შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახური მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მეწარმეს გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ამ საფუძვლით ხდება მეწარმესთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევა, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება და ასევე სახელმწიფოს მიერ მეწარმის 28 საკუთრების მითვისება. თავად ბიზნესმენი კი შესაძლოა სისხლისამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს.

2009 წელი – ამონარიდები სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიშიდან

6 მაისს თბილისის შს სამმართველოსთან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს პლასტიკური და რეზინის ტყვიები. აღნიშნული იარაღის გამოყენება, იმ პერიოდისთვის არ იყო დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატში აქტიურად შემოდიოდა მასალა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის 200ფაქტებთან დაკავშირებით. დემონსტრაციების მონაწილენი თავდასხმებს მათ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებდნენ.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვlევებისა და გამოცემული ანგარიშების საფუძველზე დგინდება, რომ სახეზეა საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესება.
კვლავ პრობლემაა პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ისევე, როგორც წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიება. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული უკვე წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, ვინაიდან ძალზედ მწირია იმ საქმეების სწრაფი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასთან.  აღნიშნული წარმოადგენს პრობლემას, როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, ასევე პირების დაკავებისას და შემდგომ საგამოძიებო ეტაპზე მათთან მოპყრობისას.
დღესდღეობით ერთ–ერთ ყველაზე პრობლემატურ სფეროდ საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა რჩება.
ძირითად პრობლემებს შორის უნდა დავასახელოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობა, რაც პატიმართა დიდი რაოდენობითა და ინფრასტრუქტურის უკმარისობითაა გამოწვეული. ზოგიერთ დაწესებულებაში გადატვირთულობის გამო გაუსაძლისი პირობებია, რაც, რიგ შემთხვევაში, შეიძლება შევაფასოთ, როგორც პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა.
კვლავ მძიმე რჩება საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისა და  ლტოლვილების მდგომარეობა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მთავრობას, რათა ქმედითი ნაბიჯებით შეემსუბუქებინათ ამ ადამიანებისათვის მდგომარეობა. ეს ძირითადად ეხება მათ საცხოვრებელ პირობებსა და ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებას.
2009 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდომარეობა იყო მძიმე. ადგილი ჰქონდა როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სოციალური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
Georgian police detain an opposition protestor in Tbilisi2009 წლის პირველ ნახევარში, სახალხო დამცველის საქმიანობის შედებად იკვეთება ტენდენცია, რომ კვლავაც დღის წესრიგში დგას პოლიციის წარმომადგენელთა მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობის დარღვევა, კონკრეტულად კი გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პოლიცია არ იყო ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული, ამეტებდა სამსახურებრივ  უფლებამოსილებას და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ქმედებები სისტემატურ ხასიათს ატარებდა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატისათვის კვლავ პრიორიტეტად რჩებოდა სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და  სხვა არაადამიანური, ღირსებისშემლახველი მოპყრობის ფაქტებზე დროული რეაგირება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც მანიფესტაციებში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებული ძალა, რიგ შემთხვევებში სცილდებოდა დასაშვებ ზღვარს. ამასთან, იყო ფაქტები, როდესაც სამართალდამცავთა ქმედებების გამო, ჟურნალისტებს თავიანთი მოვალეობის სრულყოფილად შესრულების საშუალება არ ეძლეოდათ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრების დიდი ნაწილი კვლავ ეთმობა პოლიციელების მიერ დაკავების პროცესში პირზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას.  საანგარიშო პერიოდში კვლავაც აღინიშნებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში პირებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. რიგ შემთხვევებში აღნიშნულ მოვლენებს თვითმხილველებიც ადასტურებენ.
მონიტორინგის დროს ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებებში დაფიქსირდა მრავალი  სტანდარტისა და კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები. ამგვარი დაწესებულებებისათვის კვლავ მწვავედ დგას საყოფაცხოვრებო პირობების, შენობათა სიძველისა და ამორტიზებულობის საკითხი, რაც ბავშვებისათვის არასათანადო  საცხოვრებელი პირობების არსებობას განაპირობებს. რიგ დაწესებულებებში არის მძიმე  სანიტარულ – ჰიგიენურ მდგომარეობა. ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული მდგომარეობა უარყოფით გავლენას იქონიებს ბავშვთა განვითარებაზე. პრობლემებია ზოგადად ბავშვებთან პედაგოგიურ–აღმზრდელობითი მიდგომისა და მოპყრობის კუთხით. ყურადღება უნდა  მიექცეს პერსონალის კვალიფიკაციას, მოუწესრიგებელ დოკუმენტაციასა და მრავალ  საკანონმდებლო ხარვეზს, რომელიც სისტემაში არსებობს.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე პრობლემა არა მარტო შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობაში იკვეთება, არამედ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისთვისაც დამახასიათებელია. სახალხო დამცველის სახელზე შემოსული განცხადებებიდან ირკვევა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს პოლიციის მიერ ეჭვმიტანილის დაკავებისას დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ისევე როგორც საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას გარკვეულ პროცესუალურ დარღვევებს. ამავე ანგარიშში ასახულია პოლიციის მოსამსახურეთა მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტები.
likvidaciaაღსანიშნავია, რომ დაკავებული პირის მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებზე, მიუხედავად დაკავებულის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებული საკმარისი ინფორმაციისა, დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არ ხდება.
2009 წლის 09 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს 2006 წლის 02 მაისს თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიების განახლების შესახებ. მთავარი პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველს ინფორმაცია არ მიუღია.
სამწუხაროდ, 2009 წლის მეორე ნახევარში ადგილი ჰქონდა ფაქტებს, როდესაც ჟურნალისტებზე ხორციელდებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. თითოეული ფაქტი განხორციელდა რეგიონულ ჟურნალისტზე და მათი განმარტებით, საჯარო მოხელეების/სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან. სახალხო დამცველის აპარატში არსებულ განცხადებათა შინაარსი მეტყველებს ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობისათვის ხელშეშლის ტენდენციაზე.  ხელშეშლა, როგორც წესი, სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტთა როგორც ფიზიკურ შურაცხყოფას, ისე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. შესაბამისად, აღნიშნულ თავში საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ მოვლენებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

2010  წელი – ამონარიდები სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიშიდან

 2010 წლის მანძილზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება დროებითი მოთავსების იზოლატორებს, უკანასკნელი წლების მანძილზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ გამოვლენილა. სამაგიეროდ, პრობლემას წარმოადგენს დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტება– აღნიშნული დასტურდება როგორც დაკავებულთა მიერ, ასევე პირის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეყვანისას მათი გარეგნული დათვალიერების შესახებ გაკეთებული ჩანაწერებითაც.
e183ace18390e183a0e183ace18394e183a0e18390კვლავ არაჯეროვნად მიმდინარეობს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება –საგამოძიებო მოქმედებები უმეტეს შემთხვევებში ტარდება ფორმალურად, ხშირად არ ინიშნება სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ან ინიშნება და ტარდება დაგვიანებით, როდესაც დაზარალებულს უკვე აღარ ემჩნევა დაზიანებები.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სხვადასხვა მასალისა და ცალკეული ფაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ პროკურატურა, ხშირ შემთხვევებში, ზერელედ ეკიდება დაკავებული პირების წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს და ამგვარი ქმედებების შემცველ სისხლის სამართლის საქმეებს. როგორც უკვე აღინიშნა, ხშირ შემთხვევაში, ამგვარ ფაქტებს აკვალიფიცირებს არა როგორც წამებისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებებად, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ცემად.
2010 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საპყრობილეებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეყვანილი იქნა 856 პატიმარი, მათგან 85 პატიმარმა განმარტა, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში 2010 წლის მანძილზე შესული პირებიდან დაზიანება აღენიშნებოდა 466–ს; აქედან 71–ს ჰქონდა პრეტენზია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
პატიმრების საჩივრები, როგორც წესი, შეეხება ფიზიკურ ანგარიშსწორებას, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი ჩივიან სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად დაზარალებული უარყოფს თავის განაცხადს და ამბობს, რომ დაზიანებები თავად მიიყენა ან მიიღო უბედური შემთხვევის, მაგალითად, ლოგინიდან გადმოვარდნის შედეგად. შიშის ფაქტორს წარმოშობს, პირველ რიგში, ის გარემოება, რომ დაზარალებული ჩივილის შემდეგაც რჩება იმავე დაწესებულებაში და იმავე თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ. ხშირად ჩივილის შემთხვევაში თავად 20 პატიმრის წინააღმდეგ იწყება გამოძიება წინააღმდეგობის გაწევის კვალიფიკაციით და cms-image-000009907„დგინდება“, რომ მის მიერ მიღებული დაზიანებები მის მიერვე გაწეული წინააღმდეგობის შედეგია. ამგვარად, იმის გამო, რომ ხშირად გამოძიება ეყრდნობა არა ფაქტებს, არამედ მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ, პატიმრებში ჩნდება შიშის სინდრომი, რაც, რა თქმა უნდა, საგრძნობლად უშლის ხელს არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოჩენასა და დამნაშავეთა დასჯას. 2010 წლის სააგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების მიხედვით დგინდება, რომ ხშირი იყო დაკავების პროცესში პოლიციის თანამშრომლების მიერ საჭიროებისთვის აშკარად შეუსაბამო ძალის გამოყენებისა და შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. ამასთან, პოლიცია ძალას იყენებდა როგორც დაკავებისას, ისე დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში განიხილეს შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავები არ აფიქსირებდნენ როგორც დაკავების, ასევე დაკავების პროცესში ეჭვმიტანილთა მიმართ ძალის გამოყენების შედეგად მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებს. კერძოდ, სამართალდამცავების მიერ არ დგებოდა დაკავების ოქმი და დაკავებულებს არ ატყობინებდნენ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების შესახებ, შესწავლილ საქმეებს შორის იყო ფაქტები, როდესაც სამართალდამცავები თავისუფლებას უზღუდავდნენ არასრულწლოვნებს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა მათი დაკავების შესახებ არანაირი დოკუმენტი არ დგებოდა. ამასთან, დაკავებულებზე ახდენდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას,  რაც ვლინდებოდა კონკრეტული დანაშაულის აღიარების მოთხოვნაში.
2010 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან პირის ეჭვმიტანილის/ბრალდებულის სტატუსის გარეშე დაკავების შემთხვევები.
2010 წელს ისევე, როგორც 2009 წლის განმავლობაში, ხშირად ირღვეოდა ჟურნალისტებისა და ტელეკომპანიის მფლობელების უფლებები როგორც სახელმწიფო ორგანოების ზეწოლითა და ძალადობით, ასევე მათი უმოქმედობით.

 2011 წელი – ამონარიდები სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიშიდან

 

ჩვენ მიერ შესწავლილი უფლებადარღვევათა ფაქტების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო სამარათალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტებასთან. აღნიშნული შეეხება 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას.
CORRECTION Georgia Opposition Rallyასევე დაფიქსირდა და ამ ანგარიშში აისახა პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულთა დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდებოდა დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც.
2011 წლის 26 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დაშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია. აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც მთელ რიგ პირთა უფლებების დარღვევა გამოიწვია.
აქციის მიმდინარეობის ვადა ამოიწურა 2011 წლის 26 მაისის 24:00 საათზე, რის შესახებაც თბილისის მერიამ გააფრთხილა აქციის მონაწილენი და შესთავაზა საპროტესტო შეკრება გაეგრძელებინათ სხვა ადგილას, რადგანაც რამდენიმე საათში რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე უნდა ჩატარებულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, მედიაში გავრცელებული კადრები და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისადმი მიცემული ახსნა–განმარტებები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში    არაპროპორციული იყო. გადამეტებული ძალის გამოყენება  განსაკუთრებით აშკარა იყო იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც მათ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ იყვნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოინახულეს და გაესაუბრნენ 26 მაისს აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს. დაკავებულთა ნაწილის ახსნა–განმარტებების თანახმად, სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური დაზიანებები დაკავებისას და დაკავების შემდეგ მიაყენეს. ნაწილის განმარტებით, მათ დაზიანებები მიიღეს ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში მიყვანამდე, ხოლო ნაწილი აღნიშნავდა, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა გაგრძელდა სამმართველოში მიყვანის შემდეგაც.
2262011 წლის 26 მაისს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. თუმცა, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პროკურატურამ მიიჩნია, რომ სამართალდამცველთა ქმედებები არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და იკვეთებოდა მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები.
2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენეს. კერძოდ, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ხელკეტი და არალეტალური იარაღი.შედეგად ფიზიკურად დაშავდა აქციის ათობით მონაწილე. ახსნა–განმარტებების თანახმად, მათ ნაწილს საშუალება არ მისცეს, დატოვებინა აქცია. ჩვენს ხელთ არსებული  ინფორმაციით, ადგილზე მყოფ ჟურნალისტთა ნაწილს არ ჰქონდათ პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს სამართალდამცავებმა დაუზიანეს აპარატურა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შსს–ს შესაბამისი ორგანოებიდან მოპოვებული წერილობითი ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში დმი–ებში მოთავსებული იყო – 21603 პირი, სხეულის დაზიანება აღენიშნებოდა 466  პირს და მათგან 71 დაკავებულ პირს, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს დაკავებისას ან დაკავების შემდეგ, ჰქონდა პრეტენზია პოლიციის მიმართ.
2011 წლის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორებში სულ მოთავსებული იყო 19283 პირი. 2011 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეყვანისას სხეულის დაზიანება აღენიშნებოდა 260 პირს, ხოლო 69 პირს ჰქონდა პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ. 2010 წელს დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობის 15.2% აღენიშნებოდა დაზიანება, ხოლო 2011 წელს – 26,5%–ს. 2010 წელს დაზიანებებით შეყვანილი პირების 2,2%–მა განაცხადა პრეტენზია, ხოლო 2011 წელს – 1,3%–მა.  სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებებში 2011 წლის განმავლობაში სხეულის დაზიანებით შეყვანილია 977 პატიმარი. მათგან 74–მა აღნიშნა, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავების დროს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ამ 74 პატიმრის სხეულის დაზიანების ფაქტი ეცნობა შესაბამის რაიონულ პროკურატურას, საიდანაც 19 დაკავებულის სხეულის დაზიანების ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძიება, დანარჩენმა პატიმრებმა კი არ დაადასტურეს დამკავებელი პირების მიერ მათ მიმართრაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.

2012 წელი – ამონარიდები სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიშიდან

2012 წლის ზაფხულში ჩატარებული მონიტორინგის დროს კვლავ გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათი, რაზეც სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი პერმანენტულად ამახვილებდა ყურადღებას გასულ წლებში როგორც საპარლამენტო, ასევე სპეციალურ ანგარიშებში. სამწუხაროა, რომ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობამ წლების მანძილზე არ მიღო სათანადო და ადეკვატური ზომები, მეტიც, ტენდენციად იქცა სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი სისტემური დარღვევების სრული იგნორირება. შედეგად მოხდა ის, რაზეც
untitled_17ასევე ხშირად იყო საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშებში – დამკვიდრდა დაუსჯელობის სინდრომი – პატიმრების უფლებების დარღვევა, მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რუტინულ და სისტემურ მოვლენად იქცა. ეს დადასტურა 2012 წლის 18 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. „ციხის კადრებმაც“, სადაც ასახული იყო პატიმართა წამების, დამცირების და არადამიანური მოპყრობის ფაქტები.
ქართულმა ტელეარხებმა პირველი ფარული ჩანაწერი გავრცელეს 2012 წლის 18 სექტემბერს, საღამოს სათებში. ვიდეომასალა გადაღებული იყო N8 დაწესებულებაში და მასზე ასახული იყო ამავე დაწესებულების საკარანტინე ნაწილში არსებული მდგომარეობა, სადაც დაწესებულების ხელმძღვანელი პირების და რიგითი თანამშრომლების მიერ ხდებოდა პატიმართა ცემა მათი კარანტინში ყოფნის და საკარანტინე ნაწილიდან საკანში გადაყვანის დროს (ე.წ. კარანტინის დაშლის პროცესი). აღსანიშნავია, რომ პატიმართა ცემაში მონაწილეობას იღებდა როგორც N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა და მისი მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ოლეგ ფაცაცია3 და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომლები. გარდა დასახელებული პირებისა, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველ კადრებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ ამოცნობილ იქნა N8 დაწესებულების თანამშრომელი ვინმე გიორგი ავსაჯანიშვილი, რომელიც მცირე ხნის წინ მუშაობდა N18 დაწესებულებაში და ვის თაობაზეც პატიმრებს არაერთხელ მიუმართავთ სახალხო დამცველისთვის გ.ავსაჯანიშვილის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა არაერთ ასეთ საქმეზე4 მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების და დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით, თუმცა ყოველ ჯერზე უშედეგოდ – გამოძიება, როგორც ყოველთვის, აღნიშნულ საქმებზეც შემოიფარგლა ფორმალური მოკვლევით და ვერანაირ კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწია. გარდა ამისა, გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ პატიმართა მიმართ ცემაში მონაწილეობას იღებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, რომლის hqdefaultთაობაზეც 2010 წლის 19 მარტს სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების რეკომენდაცით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს გეგუთის N8 (ამჟამად N14) დაწესებულებაში გ.მკურნალიძის მეთაურობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ პატიმრების მიმართ არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, თუმცა დღემდე არანაირი კონკრეტული შედეგი არ დამდგარა.
2012 წლის 18 სექტემბრის საღამოსვე გავრცელდა სხვადასხვა კადრები, სადაც ასახულია N8 დაწესებულების საკარანტინე ნაწილში არსებული მცირე ზომის საკნები, ე.წ. „ბოქსები“. სახალხო დამცველის არაერთ ანგარიში იყო აღწერილი, თუ რეალურად რას წარმოადგენდა ეს „ბოქსები“ – დახლოებით 2–3 კვ. მეტრის საკანი, სადაც არ არის არც საწოლი, არც სკამი და კარების მაგივრად აქვს გისოსები. სწორედ ეს „ბოქსები“ ფიგურირებს ვიდეოჩანაწერებში, სადაც ჩანს, რომ ერთ–ერთ პატიმარს ბარძაყებს შორის გაკეთებული აქვს ცოცხი, თავზე ახურავს სპეციალური ქუდი, რათა არ დაეტყოს დაზიანებები, პატიმარი მიბმულია კარის გისოსზე, ხოლო თანამშრომლები აყენებენ შეურაცხყოფას, დასცინიან მას, ექცევიან უხეშად და აგდებით. სხვა ჩანაწერში ასეთივე „ბოქსში“ განთავსებული პატიმარია გადაღებული, რომელიც ასევე მიბმულია კარის გისოსზე და მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა და თხოვნისა, არავინ მას ყურადღებას არ აქცევს. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ოლეგ ფაცაცია განსაკუთრებული სისასტიკით და აგრესით გამოირჩევა პატიმართა მიმართ. პირადად აწამებს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას პატიმარს, ემუქრება სექსუალური ძალადობით და პირდაპირი მნიშვნელობით აფურთხებს სახეში. აგრეთვე, გავრცელებულ სხვა კადრებში ჩანს, თუ როგორ აშიშვლებენ საკარანტინე ნაწილში პატიმარს დაწესებულების თანამშრომლები და აიძულებენ მას ანუსში საკუთარი ხელით გაიკეთოს მოკიდებული სიგარეტი და მოხრილ მდგომარეობაში იდგეს იმ დრომდე, სანამ თანამშრომლები არ უბრძანებენ სიგარეტის გამოღებას და ამავე სიგარეტის მოწევას, ხოლო შემდეგ ისევ ანუსში გაკეთებას. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ აწამებენ და სცემენ ერთ–ერთ პატიმარს, რომელიც სავარაუდოდ არის არასრულწლოვანი. მასაც დაწესებულების თანამშრომლები ემუქრებიან სექსუალური ძალადობით, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, პრეზერვატივწამოცმული რეზინის ხელკეტით იმიტირებენ მის გაუპატიურებას და აიძულებენ, შეაგინოს ე.წ. კანონიერ ქურდებს. 599319325მიუხედავად პატიმრის არაერთი თხოვნისა, რომ შეწყვიტათ აღნიშნული ქმედებები, დაწესებულების თანამშრომლები არ წყვეტენ ამ სისასტიკეს და აგრძელებენ დანაშაულებრივ ქმედებას. საზოგადოების და პატიმართა ოჯახის წევრების მხრიდან ციხის კადრების გავრცელებას მწვავე რეაქცია მოყვა – გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, მათ შორის, N8 დაწესებულების წინაც. აქცის მონაწილები ითხოვდნენ დამნაშავების დაუყოვნებლივ დასჯას და პატიმრების უფლებების დაცვას.
2012 წლის სექტემბრიდან წლის ბოლომდე სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა რამდენიმე ასეული განცხადება-საჩივარი, სადაც პატიმრები მიუთითებდნენ მათ მიმართ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე.
დახურულ ინსტიტუციებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა, სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების ანალიზმა და 2012 წლის  სექტემბერში ტელევიზიების საშუალებით გასულმა „ციხის კადრებმა“ ცხადყო, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და პოლიციაში. წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება, დამნაშავეთა გამოვლენა და  დასჯა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეროგატივა.
გასული წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების პასიურობამ და არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა დაუსჯელობის სინდრომი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებში, ასევე, მსხვერპლთა უდიდეს ნაწილს გაუჩნდა გამოძიების მიმართ უნდობლობა, რამაც უფრო მეტად შეუწყო ხელი არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის არსებობას დახურულ ინსტიტუციებში. როგორც წესი, პროკურატურა ზერელედ ეკიდებოდა დაკავებული პირების ცემისა თუ წამების შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს და ამგვარი ქმედებების შემცველ სისხლის სამართლის საქმებს და როგორც უკვე აღინიშნა, ხშირ შემთხვევაში, ამგვარ ფაქტებს აკვალიფიცირებდა არა როგორც წამებისა და დამამცირებელი ან არადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივ ქმედებებად, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ცემად. ამგვარ საქმებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევებში, მთავრდებოდა საქმის შეწყვეტით ან წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, ამგვარ საქმებზე, გამოძიება წყდებოდა თავად პოლიციელთა  ჩვენებებზე დაყრდნობით და როგორც წესი, დაზარალებული უარყოფდა სახალხოდამცველისთვის მიცემულ ახსნა–განმარტებას და ჩვენებას იძლეოდა სამართალდამცავთა სასარგებლოდ.
images-cms-image-000017664ქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან 2012 წლის აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროებისა და სპეცოპერაცის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაცით, შესაძლოა იკვეთებოდეს სერიოზული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ზემოხსენებული ფაქტების შესწავლის მიზნით.
გამოვლინდა საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების მიმართ უყურადღებობა, რაც კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების არდაწყებაში გამოიხატა. დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. სანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. სანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა ადგილზე არ აღკვეთეს აქცის მონაწილების კანონგარეშე ქმედებები.
მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 2013 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტის  წლიური ანგარიშის წარდგენა იყო დაგეგმილი. ამას საჯარო get_imgბიბლიოთეკის წინ რამდენიმე ასეული ადამიანის შეკრება მოჰყვა, რომლებიც აპროტესტებდნენ პრეზიდენტის მოსალოდნელ გამოსვლას. მათი ნაწილი ითხოვდა შენობაში შესვლას, რათა პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მისცემოდათ. აქცის მონიტორინგის მიზნით ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მონიტორინგისა და გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, აქცის მონაწილებს დაკავებული ჰქონდათ, როგორც შენობის წინ არსებული ტერიტორია, ასევე შენობის კიბები და მთავარი შესასვლელი. დახლოებით 18:0 სათზე შენობასთან მივიდნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და ქალაქ თბილისის მერი. ამას ადგილზე ფიზიკური შეხლა შემოხლა მოჰყვა, რაც ასევე დასტურდება გავრცელებული ვიდეომასალით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუსტ ინფორმაციას ფლობდა საჯარო ბიბლიოთეკის წინ შეკრებილი აქცის მონაწილეთა, როგორც რაოდენობის, ისე მათი მოთხოვნებისა და განწყობის თაობაზე, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა და მათ მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი ბიბლიოთეკაში მისული პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დამატებით აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს ზოგიერთი სახელმწიფო თანამდებობის პირის პროვოკაციული საქციელი, რომელმაც გარკვეულწილად აქციაზე შეკრებილი მოქალაქების გაღიზიანება გამოიწვია. ამგვარი ქმედება ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან საჯარო მოხელეს აკისრია მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე სამოქალაქო პირს, და არ შეიძლება მისი საქციელი გახდეს დაპირისპირების მაპროვოცირებელი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცის „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი 201 წელთან შედარებით გაუმჯობესდა. 2012 წელს პრესის თავისუფლების კუთხით საქართველომ მდგომარეობა 5 საფეხურით გაიუმჯობესა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

წყარო: სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები