23 200 ჯარისკაცი, 1 008 ტანკი, 190 თვითმფრინავი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 30 აპრილის მონაცემები

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 23 200;
  • ტანკი – 1 008;
  • ჯავშანტექნიკა – 2 445;
  • საარტილერიო სისტემა – 436;
  • სარაკეტო სისტემა – 151;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 77;
  • თვითმფრინავები – 190;
  • ვერტმფრენი – 155;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 701;
  • გემი/ნავი/კატარღა – 8;
  • საწვავის რეზერვუარი – 76;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 232;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 32;
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები