30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარის 31 წლის იუბილე ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღინიშნება.
ცნობისთვის, საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულება 1991 წლის 24 აპრილს გამოსცა. გაწვევა 30 აპრილს დაიწყო, რის შემდეგაც აღნიშნული თარიღი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი გახდა.