გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავდამცავი გვირაბების გავლით მოძრაობის რეჟიმი მოხსნილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმი მოხსნილია.

ასევე, გუდაური – კობის მონაკვეთზე არსებული ზვავდამცავი გვირაბების შემოვლით საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები