გია ვოლსკი: სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუკი თავის თავს ხელოვნურად არ აუტეხა უბედურება

სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუკი თავის თავს ხელოვნურად არ აუტეხა უბედურება. ამ შემთხვევაშიც, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია, რომ არ დაუშვას რაიმე კრიტიკული განვითარება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საფუძველი არ არსებობს.

„შეწყალების საფუძველი არ არსებობს და დაპირისპირების ის ხარისხი, რომელმაც შეიძლება, ხვალინდელი დღე უფრო მძიმე გახადოს, უკვე არსებობს და ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება, შეუქცევადი დესტრუქციული პროცესები განავითაროს, თავად სააკაშვილია.

თუ თვითონ არ იღებს შესაბამის მომსახურებას, გინდა კვების და გინდა ჯანმრთელობის დაცვის სახით, შეიძლება მართლაც, რომ მდგომარეობა გაუარესდეს, მაგრამ 24-საათიანი მეთვალყურეობაა და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პენიტენციურ სისტემას რომ თავი დავანებოთ, ქართული სამედიცინო სისტემა არ დაუშვებს, რომ სააკაშვილის ეს მდგომარეობა კრიტიკულამდე მივიდეს.

რაც შეეხება ოჯახის ულტიმატუმს, ამას ადამიანურ შეფასებას მივცემდი: ოჯახია და ვალდებულად თვლის თავს ულტიმატუმით მიმართოს სახელმწიფოს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად მთავრობას ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები