საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

2022 წლის 29-30 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის მიმდინარეობისას, დღის განმავლობაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ  ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან. სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები