შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, ტერეზა რიბეიროს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს მედიაგარემოსა და მედიის საქმიანობაზე საქართველოში, აგრეთვე, დეზინფორმაციისა და მედიაპოლარიზაციის უარყოფით შედეგებზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ გადადგა გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის ხელშეწყობის მიზნით და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური პოლიტიკაა მედიის მიმართ.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა მზაობა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.