მიხეილ სარჯველაძე: ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა, ამაზე პასუხი გაქვთ?!
პირველი მოწოდება იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცილის მიღება აღადგინოს, რადგან, როგორც ექიმებისგან ცნობილი გახდა, ჯანმრთელობის პრობლემებს ცილის მიუღებლობა უქმნის. ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა, ამაზე პასუხი გაქვთ?, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის თაობაზე მისი ოჯახის მოთხოვნას.
მისი თქმით, აქციები შედეგს არ გამოიღებს, რადგან როცა პროტესტის მიზეზი დაუსაბუთებელია, აქციის ორგანიზატორებს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ აქციებს დიდი მხარდაჭერა.
“არ მგონია, რომ ასეთი სახის საკითხებზე აქციების მოწყობას დიდი რესურსი ჰქონდეს, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ მოთხოვნა, რამდენად ობიექტური შეიძლება იყოს. როცა პროტესტის მიზეზი დაუსაბუთებელია, აქციის ორგანიზატორებს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ აქციებს დიდი მხარდაჭერა ექნება”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, სააკაშვილის ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად მთავრობას ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.