გია აბაშიძე: უკრაინის ხელისუფლებაში აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა; რუსლან სტეფანჩუკი მადლობას უხდის იმ ქვეყნების სპიკერებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატავად ეწვივნენ
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება რუსლან სტეფანჩუკის განცხადებას, რომელიც მადლობას უხდის იმ ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატავად ეწვივნენ.
მისი თქმით ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა.
„ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში აზრთა რადიკალური სხვადასხვაობაა. უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი მადლობას უხდის იმ ქვეყნების სპიკერებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატავად ეწვივნენ“- წერს გია აბაშიძე.