ჩინეთში, ხუნანის პროვინციის ქალაქ ჩანშაში ექვსსართულიანი შენობა ჩამოინგრა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ჩამონგრეულია, ჯამურად, 800 კვადრატული მეტრის ფართობი.
შენობის პირველ სართულზე მაღაზიები იყო განთავსებული, მეორეზე – კვების ობიექტები, მესამეზე კი – კერძო კინოთეატრი, მე-4 და მე-6 სართულებზე მცირე სასტუმრო იყო. მეექვსე სართულის ზემოთ ასევე სხვენი იყო, რომელიც შენობის მფლობელს ეკუთვნოდა.
ჩამონგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ასევე, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში შემთხვევის დროს.