ნენსი პელოსი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგია
დღეს მქონდა პრივილეგია, აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი “ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით.
„საქართველოს მხარდამჭერი აქტის” დამტკიცებით, წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგია. ეს ორპარტიული კანონმდებლობა უფლებას იძლევა, დაწესდეს სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებში მონაწილეობენ“, – წერს ნენსი პელოსი.
Today, I had the official privilege of welcoming Her Excellency Salome Zourabichvili, President of Georgia, to the U.S. Capitol.
Congress proudly stands with the people of Georgia, and we remain unwavering in support of their sovereignty in the face of Russian aggression. pic.twitter.com/UFfDJWVGCG
— Nancy Pelosi (@SpeakerPelosi) April 28, 2022