შალვა პაპუაშვილი: უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო – ჰიბრიდულ ომში
უკრაინა არის ცხელ ომში, საქართველო არის ჰიბრიდულ ომში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე ჰიბრიდულ ომში ჩართულია რამდენიმე რადიკალური პარტია, მათი მედია და რამდენიმე ორგანიზაცია.
„ჩვენ ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა მართალია, არა ცხელი ომის პირობებში, მაგრამ საინფორმაციო ომის პირობებში. ეს არის მთლიანი, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის ნიაღვარი, რომლის გაბათილებაც გვიწევს. დღესაც იყო რამდენიმე ასეთი ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში, ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.