გია ვოლსკი – სააკაშვილი უდრის ომს

სააკაშვილი უდრის ომს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ერთ ჯგუფზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში ომის მიმართულება მათთვის კარგია.

„დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობას „ნაცმოძრაობა“ არათუ ნუ გვასწავლის, არამედ უნამუსოდ ნუ იტყუება და ხალხს ნუ ატყუებს. რომელ დემოკრატიაზეა მათგან საუბარი, პირდაპირ აწამებდნენ ხალხს, თავი რომ დავანებოთ სიკვდილს, ნამუსის აყრასა და ქონების წართმევას. ფიზიკურად რომ აწამებ კაცს, რომელ დასავლურ ფასეულობებზეა საუბარი?! გარეთ შეიძლება ვიღაცას რაღაც მოატყუო, მაგრამ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი გეუბნება, რომ ამ ნაბიჯს ნუ გადადგამ, თორემ რუსეთისთვის შექმნი ისეთ პირობებს, როდესაც ვერ გიშველით და ქვეყანას ჩააგდებ ცუდ მდგომარეობაშიო. ამის მერე ამბობ, რა მოხდა მერე ქვის გროვა ჩავაბარეთ, სამაგიეროდ ნიღაბი ჩამოვხსენითო, აქ უნდა დაანებო თავი დასავლეთსა და დასავლურობაზე საუბარს თავი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები