სააკაშვილის ოჯახის წევრები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად მთავრობას ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რის გამოც ისინი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

როგორც ექსპრეზიდენტის ძმამ, დავით სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მთავრობას ვადას ორშაბათს, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

„ორშაბათს, 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყოს მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ – თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები