დავით მათიკაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: დღეს ისინი ცდილობენ, მათი ბელადის ჯანმრთელობის მდგომარეობის აპელირებით, გააკეთონ ის, რაც სხვა გზებით არ გამოუვიდათ

“რეალურად, ვერცერთი გზა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად – ქვეყნის მტრობისთვის, ომში ჩასაბმელად, მას არ გამოუვიდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი “იმედის” ეთერში საუბრისას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს, ძირითადად, მაინც საველე სამუშაოების მწარმოებელ ორგანიზაციებთან მიმართებით, როგორც NDI-ის, ასევე, IRI-თან დაკავშირებით, მაგრამ, საბოლოოდ, არსებული კვლევების შედეგებს რომ შევხედოთ, ნათელია ის მოცემულობა, ის სურვილი საზოგადოების, რომელიც მას ამოძრავებს. ის აბსოლუტურად თანხვედრაშია ხელისუფლების პოზიციასთან. უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ოპოზიციურ ძალებს. არსებული რეიტინგით „ნაციონალური მოძრაობა“ ზღვარს ქვემოთაა. რეალურად, ვერცერთი გზა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად – ქვეყნის მტრობისთვის, ომში ჩასაბმელად, მას არ გამოუვიდა. დღეს ისინი ცდილობენ, მათი ბელადის ჯანმრთელობის მდგომარეობის აპელირებით, გააკეთონ ის, რაც სხვა გზებით არ გამოუვიდათ – როგორმე სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანონ. არა! სააკაშვილმა უნდა მოიხადოს ის, ვალდებულება, რომელიც მას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გააჩნია. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აღესრულოს ის, როგორც ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები