ჰერმან საბო: კობახიძის განცხადება რომ დავიჯეროთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ლელა კაკულია

კობახიძის განცხადება რომ დავიჯეროთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ლელა კაკულია, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას – რომ სააკაშვილს საქართველოში გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლის და ქვეყნის ომში ჩართვის გეგმა ჰქონდა, გამოეხმაურა.

„კობახიძის განცხადება რომ დავიჯეროთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ლელა კაკულია. მთელი უკრაინა რომ არ ფიქრობდა, რომ რუსეთი შეიჭრებოდა მათ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილმა ბევრად ადრე იცოდა და ასეთი „მნაგახადოვკა“ დაალაგა – მე ამის არ მჯერა. მე მგონია, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდა თემის ბოლომდე ასაწევად. ის თვლიდა, რომ როგორც კი მას ქართველი ხალხი ციხეში დაინახავდა, ყველა გამოვიდოდა ქუჩაში და მას გამოიყვანდნენ ხელში ატატებულს ციხიდან და დასვამდნენ პრეზიდენტად თუ პრემიერად. რატომ ჰქონდა მას ეს წარმოდგენა, კაცმა არ იცის – შეიძლება, იმ გარემოცვის გამო, რომელიც მან გარშემო შემოიკრიბა თუ დაიტოვა. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მისი წარმოდგენა რეალობაზე არ შეესაბამებოდა რეალობას, ამიტომაც, ის დღეს ციხეში ზის“, – განაცხადა საბომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები