იაგო ხვიჩია – IRI-ის კვლევაზე: ინდივიდუალურად გაზომილია ისეთი ხალხი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია, არც ჩვენზე ხშირად არის ტელევიზორში – ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ
“ჩვენ რატომ არ გვზომავენ?! ინდივიდუალურად გაზომილია ისეთი ხალხი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია, არც ჩვენზე ხშირად არის ტელევიზორში”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, კვლევა არაკვალიფიციურია.
“ჩვენ რატომ არ გვზომავენ?! ინდივიდუალურად გაზომილია ისეთი ხალხი, რომელიც არც ჩვენზე რეიტინგულია, არც ჩვენზე ხშირად არის ტელევიზორში. მე ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. ჩამოთვლილია მთელი პოლიტიკური სპექტრი და არცერთი კაცი არ არის ჩვენი პარტიიდან. 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არ ვიცი, არ გადამიწყვეტიაო, მეტი რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ მივხვდეთ, ეს კვლევა უბრალოდ არაკვალიფიცირებულია. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ვიცი ზოგადად, რომ არასწორად კეთდება, საზოგადოებაში არასწორ ვნებებს აღძრავს”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხვა სხვადასხვა სფეროს ეხება – მათ შორის არის პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა, საჯარო პირების მიმართ ნდობა, ასევე, თუ როგორ გაუმკლავდა ხელისუფლება კოვიდის მართვას, საგარეო პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.