ირაკლი კობახიძე: ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი სისხლისმღვრელი ომი აბსოლუტურად გამორიცხულია

როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში გიწევს ბრძოლა არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ გიწევს სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ გვქონდა, ასევე პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღოდა წინ – 30 წლის თავზე ჩვენ იმავეს ვერ გავიმეორებთ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი სისხლისმღვრელი ომი შეიძლება, უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ასეთი სცენარი აბსულუტურად გამორიცხულია.

“ვეთანხმებით ამაში, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა პრაქტიკულად არესტოვიჩის პირით. ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე უნდა იბრუნებდეს ახლა ომით ცხინვალსა და სოხუმს… ეს შედეგები იქნება ბევრად მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას.

როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში გიწევს ბრძოლა არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ გიწევს სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა, ბუნებრივია, ასევე პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღოდა ამას წინ. უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა ჩვენ 30 წლის წინ. 30 წლისთავზე ჩვენ იმავეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე.

ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი სისხლისმღვრელი ომი შეიძლება, უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ასეთი სცენარი აბსოლუტურად გამორიცხულია“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები