ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაში საპარლამენტო განზომილების დიდ როლს.

“ამ მხრივ დადებითად შეფასდა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გამართული შეხვედრები უფრო განამტკიცებს ორი ქვეყნის კავშირებს, მათ შორის, საპარლამენტო განზომილებას.

საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პარლამენტების საკომიტეტო მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და აღნიშნეს ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტმა შეიტანოს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები