კვარაცხელია “ნაპოლში” ითამაშებს

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს განცხადებით, ქართველი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია შემდეგი სეზონიდან ნაპოლში ითამაშებს.

რომანოს განცხადებით, იტალიურ კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

ხვიჩა კვარაცხელია მანამდე რუსეთში, ყაზანის რუბინში თამაშობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი – ბათუმის დინამოში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები