სურამის ტყეში დაკარგული სამხედრო ბათუმში იპოვეს

სამხედრო მოსამსახურე, გიორგი კობალაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სავარაუდო სუიციდზე საუბრობდა, ბათუმში იპოვეს.
როგორც ბესო დვალიშვილი “ფეისბუქ”-ზე წერს, გიორგი მას გზაში შეხვდა და სასოწარკვეთილია.

“დღევანდელი ვიდეო რომ დადო, ჩემთან ერთადაა გამწარებული ბიჭი. გზაში გადამეყარა, ვნახე. ჩემთანაა. ეძებს ოჯახი და გაავრცელეთ, რომ ოჯახმა ნახოს”, – წერს დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გიორგი კობალაძემ, რომელიც მცხეთის სამხედრო ბატალიონში მსახურობს, ვიდეოები გაავრცელა, სადაც თამაშდამოკიდებულებაზე საუბრობს. კობალაძე ამბობს, რომ გემბლინგის გამო სოლიდური თანხა წააგო და ხვდება თავის დანაშაულს.

ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ჯარისკაცი დაიკარგა, მას ორი დღის განმავლობაში სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად ახლობლები და იმ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებიც ეძებდნენ, სადაც გიორგი მსახურობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები