ამირან გამყრელიძე: 5-11 წლის ბავშვებისთვის ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს, შემოვა და განისაზღვრება რისკ-ჯგუფები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იყოს.

მისი თქმით, იმუნიზაციის კვირეული სწორედ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას ისახავს მიზნად.

“იმუნიზაციის კვირეული იმიტომ არის, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ მოსახლეობის 70 %-ის აცრაზე, ივნისში თუ არა, წლის ბოლომდე, ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მოსახლეობა დაცული იყოს ახალი ტალღებისგან.
რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციის საკითხს, 5- დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს. როდესაც შემოვა განისაზღვრება რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები