მედია – რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა
რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი პოლონურ მედია Onet.pl-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავის მხრივ, აღნიშნული მედია ქვეყანაში უდიდესი გაზის კომპანიის, PGNiG SA-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პოლონეთს რუსეთიდან გაზის მიწოდება ხვალ, 27 აპრილს შეუწყდება.
ამ ეტაპზე რუსეთის მიერ პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მედიის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ რუსულმა გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ პოლონეთი გააფრთხილა, რომ გაზის მიწოდების საფასური რუსულ ვალუტაში დღეს უნდა გადაიხადოს.