გენერალი მარკ მილი – გვინდა ვიხილოთ თავისუფალი უკრაინა და დასუსტებული რუსეთი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი მთავრობების პოლიტიკაა ბრძოლაში მყოფი ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი და „დასუსტებული რუსეთი“ იხილოს.

მისი თქმით, მსოფლიოს ერთიანობა, ალბათ, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც ახლა.

„საბოლოოდ, გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინა, ხელუხლებელი ტერიტორიითა და ფუნქციონირებადი მთავრობით. ვფიქრობ, ეს დასუსტებულ რუსეთს მოიცავს. მთავარია დასავლეთის ქვეყნებს შორის ერთიანობა. დასავლეთისა და ნატოს ერთიანობა, და მართლაც, მსოფლიოს ერთიანობა, ალბათ, არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც ახლა ამ არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე არის. აი, საითკენ მივდივართ“, – განაცხადა მარკ მილიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები