რუსეთს 2023 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო.

ამის შესახებ IIHF-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

ტურნირი 2023 წლის 5-21 მაისს უნდა ჩატარებულიყო.

გადადების გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული.

მსოფლიო ჩემპიონატის ახალი მასპინძელი 2022 წლის IIHF ყოველწლიურ კონგრესზე ტამპერეში დადასტურდება, რომელიც ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო კვირას გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები