ხერსონის მერმა “ახალ ადმინისტრაციასთან” თანამშრომლობაზე უარი თქვა

ხერსონის მერმა, იგორ კოლიხაევმა რუსი ოკუპანტების მიერ დანიშნულ “ახალ ადმინისტრაციასთან” თანამშრომლობაზე უარი თქვა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხერსონში ვრჩები ხერსონელებთან, რომლებმაც წელიწად-ნახევარზე მეტის წინ ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა მომანდეს. ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე უარი ვთქვი“, – დაწერა მან.

კოლიხაევმა აღნიშნა, რომ დღეს მის მოადგილეებს, კომუნალური დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ხერსონის აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილებების ხელმძღვანელებს, რაიონების ხელმძღვანელებს, რაიონული საბჭოების ხელმძღვანელებს ხერსონის “ახალი ხელმძღვანელი წარუდგინეს”.

გამოცხადდა, რომ “ხერსონის მერის” უფლებამოსილება დელეგირებულია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური სამხედრო კომენდანტის, ალექსანდრე კობეცის ბრძანებით, რომელიც, თავის მხრივ, “ხერსონის რეგიონალური ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს”, ვლადიმერ სალდოს ექვემდებარება.

ხერსონში ხვალ, 27 აპრილს ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები