“საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა, ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვა?” – სიმონიანი

“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო მიმოსვლაზე აკრძალვა?”, – წერს კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების, “რაშა თუდეის” მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი.

სიმონიანმა სოციალურ ქსელში “სპუტნიკ გრუზიას” ინფორმაცია გააზიარა, რომ “საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას უკრაინელების მიერ ბუჩაში მოწყობილი პროვოკაციის გენოციდად აღიარებას შესახებ”.

“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა.

სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროლა, თავადვე დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, რიტორიკა შედარებით მშვიდი აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს წევრს კუხო-ში (ОДКБ).

ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერომიმოსვლაზე აკრძალვა? ისინი ამას ძალიან ელოდებიან”, – წერს სიმონიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები