ვიტალი კიმი: ოკუპანტების მოტივაცია ტელევიზორი და მაცივარია, ჩვენი – სამშობლოს დაცვა
ოკუპანტების მოტივაცია ტელევიზორი და მაცივარია, ჩვენი – სამშობლოს დაცვა, – ამის შესახებ მიკოლაევის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა განაცხადა
მისი თქმით, რუსების მხრიდან ყოველ წამს ელოდებიან მორიგ შეტევას
”წყლის არხია შესაკეთებელი. ქსელის დაზიანება რუსების პოზიციიდან რამდენიმე კილომეტრშია, დაახლოებით, 4-ში. ყველას გვესმის, რომ მათთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს ფრონტის ხაზის ტერიტორიაა. რომც განვდევნოთ და შევაკეთოთ, შეუძლიათ, სხვა ადგილი ააფეთქონ. გაითვალისწინეთ, რომ თუ გაგვიმართლებს წყალიც მოვა, თუ არადა ვედროებით მოვიმარაგოთ. ნუ იფიქრებთ, რომ შეგვიძლია და არ ვაკეთებთ. რაც შეეხება შეტევებს – რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ოკუპანტები შეტევებს დაიწყებენ. ვერც ვერაფერს ვერ მოიპარავენ, რადგან მიმდებარე ტერიტორია დანგრეული და გაძარცვულია. დრო ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებებს. ტელევიზორი და მაცივარი მათი მოტივაციაა. ჩვენი კი სამშობლოს დაცვა, – ამბობს კიმი.