“დასავლეთისა და კიევის რეჟიმის პოლიტიკის შედეგი უკრაინის რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლა შეიძლება, იყოს” – პატრუშევი
„რუსეთის შეკავების მცდელობისას, კიევში თავიანთი პროტეჟების გამოყენებით, ამერიკელებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ჩვენი ქვეყნის ანტიპოდი და ამისთვის უკრაინა ცინიკურად აირჩიეს და ცდილობდნენ ერთიანი ხალხის დაყოფას“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა “როსიისკაია გაზეტას” განუცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა უკრაინელების მოზიდვის დადებითი საფუძველი ვერ იპოვა და 2014 წლის “სახელმწიფო გადატრიალებამდე დიდი ხნით ადრე უჩენდა ამ ერს სიძულვილს ყოველივე რუსულის მიმართ”.
“თუმცა, ისტორია გვასწავლის, რომ სიძულვილი ვერასოდეს გახდება ეროვნული ერთიანობის სანდო ფაქტორი. თუკი დღეს რაიმე აერთიანებს უკრაინაში მცხოვრებ ხალხებს, ეს მხოლოდ ნაციონალისტური ბატალიონების სისასტიკის შიშია”, – აღნიშნა პატრუშევმა.
ამიტომ, მისი აზრით, “დასავლეთისა და კიევის რეჟიმის პოლიტიკის შედეგი შეიძლება, იყოს მხოლოდ უკრაინის რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლა”.