თეა წულუკიანი – გიორგი მარგველაშვილზე: იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც მისი ადგილია

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილი ხდება, ინფორმაციას არ ფლობს.

“ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები