თეონა აქუბარდია – საპარლამენტო უმრავლესობას: საქართველოს ნატო-ს მხრიდან ვიზიტების რაოდენობა და პოლიტიკური მხარდაჭერა არ აკლია, თუმცა, საქართველოს აკლია დემოკრატიული რეფორმები, ერთიანობა და პოლიტიკური ნება

„ნატო-ს მხრიდან ვიზიტების რაოდენობა და პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს არ აკლია, თუმცა, საქართველოს აკლია დემოკრატიული რეფორმები, საქართველოს ერთიანობა და საქართველოს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ის ეროვნული ინტერესი, რომელიც თქვენ კონსტიტუციაში ჩაწერეთ, რეალობად იქცეს”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ივნისში გაიმართება ნატო-ს მადრიდის სამიტი, სადაც, როგორც მოსალოდნელია, კვლავ დაფიქსირებული იქნება ღია კარის პოლიტიკა და საქართველოს ნატოში წევრობის შესაძლებლობა ექნება. „თქვენ 2024 წელს აპირებდით ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას, თუმცა უკრაინაში ომმა დ ამ მოვლენებმა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ორი წლით ადრე შეატანინა საქართველოს განაცხადა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და გეკითხებით, თუ უსაფრთხოების კონტექსტი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას ნატო-ში წევრობის, არის საქართველო მზად დემოკრატიული რეფორმების კუთხით? რას აკეთებს თქვენი ხელისუფლება ამ რეფორმებისთვის და იმ შემთხვევაში, თუ კარი გაიღება და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა გამოჩნდება, და ეს აუცილებლად მოხდება, სად ვართ ჩვენ, მათ შორის, რას ვაკეთებთ, როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა ნატო-ში წევრობისთვის?!”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები