პაატა მანჯგალაძე: ცრუ შეთავაზებაა, თითქოს, „ქართული ოცნება” არის მშვიდობის გარანტი – თქვენი ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსებისთვის

„ქართულ ოცნების” გაუბედავი, სირაქლემას და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსეთისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში განახორციელოს აგრესია და არა ის, რომ თქვენ აქ ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ. რუსეთს არანაირი საბაბი არ სჭირდება”, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ისტორიულად დადასტურებულია, რომ რუსეთს საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის არანაირი საბაბი არ სჭირდება. მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან აგრესიის განხორციელების პროვოცირებას „ქართული ოცნება” გაუბედავი პოლიტიკით ახდენს.

„რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს და არის იმის გამოხატულება, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, ცივილიზებული მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.
ვინც იქნება ამის წინააღმდეგი ნებისმიერი ფორმით, მოქმედებით, უმოქმედობით – იქნება ისტორიის ანტიგმირი და იქნება ისტორიის სანაგვეზე. ეს არის ცალსახა. ამას ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვუმტკიცებდეთ.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ომის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ყოფთ და თქვენ, რატომღაც, თავს აყენებთ მშვიდობის მხარეს. ყველა გამოსვლაში ვამბობ, რომ ის გაუბედავი პოლიტიკა, სირაქლემას და ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა იქნება სწორედ მაპროვოცირებელი რუსებისთვის, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოში განახორციელოს აგრესია და არა ის, რომ თქვენ აქ ვიღაცას ომის პარტიას უწოდებთ. რუსეთს არანაირი საბაბი არ სჭირდება.
200 წლის მანძილზე დადასტურებულია ისტორიულად, რომ არანაირი საბაბი არ სჭირდება მისი სამხედრო და პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ვიწროპარტიულ ინტერესებზე უარი ვთქვათ და საქართველოს რაც სჭირდება, ხალხს რაც სჭირდება, ის გავაკეთოთ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები