პაატა მანჯგალაძე: საქართველოს დღეს ისეთი რეალობა არ აქვს, რომ რუსეთთან ომი სცადოს, შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც საერთაშორისო ზემოქმედებაზე გადის

უკრაინა არის 40-მილიონიანი ქვეყანა, საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს შესაძლებლობა და რესურსი, რომ რუსეთი დაამარცხოს, თუნდაც, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვგულისხმობ, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

მანჯგალაძის თქმით, საქართველომ აირჩია გზა, რომელიც საერთაშორისო ზემოქმედებაზე  გადის.

“შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც გადის საერთაშორისო ზემოქმედებაზე. არესტოვიჩი ლაპარაკობს უკრაინის გადასახედიდან, საქართველოს სამწუხაროდ დღეს ისეთი რეალობა არ აქვს, რომ ომი სცადოს რუსეთთან. მე არ ვემხრობი, რომ საქართველომ​ აწარმოოს აგრესიული ომი. საქართველოს აქვს უფლება, მხოლოდ თავდაცვითი ომი აწარმოოს. თავდაცვითი ომი შესაძლებელია, თუ მტერი თავს გესხმის. თუ ოჯახებს გვიწიოკებენ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ოჯახები დავიცვათ“, – განაცხადა  მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ,  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა, არა – ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები