შალვა პაპუაშვილი: მარგველაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა “ნაცმოძრაობის” გადასაწყვეტია, მაგრამ, საბოლოოდ, ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს

გიირგი მარგველაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა “ნაცმოძრაობის” გადასაწყვეტია, მაგრამ, საბოლოოდ, ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის დანიშვნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოკვეთილი კავშირების ლოგიკური გაგრძელებაა.

“ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურაზე ინფორმაცია. იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ვხედავთ კავშირს პოლიტიკურ ფიგურებსა და ორგანიზაციებს შორის, ეს იქნებოდა ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება.

„ნაციონალური მოძრაობის “ არსი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ხედავენ რომ დემოკრატიული გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან, ხედავენ რომ ხალხი მათ ყოველ ჯერზე, არჩევნებზე უარს ეუბნება. ცდილობენ, არეულობით, დემოკრატიის გვერდით ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება. მარგველაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ, საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას ნაცვლად გიორგი მარგველაშვილი დაინიშნოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები