საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 104 ადამიანი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 104 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.