უკრაინული მედია – მარიუპოლის მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

В осажденном российскими военными и сепаратистами украинском Мариуполе продолжается эвакуация мирных жителей по безопасным коридорам. ( Leon Klein - Агентство Анадолу )

მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ სტარი კრიმში, მშვიდობიანი მოსახლეობის მესამე მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სოფელ სტარი კრიმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ეს მარიუპოლის მახლობლად მასობრივი დაკრძალვის მესამე ადგილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, სოფელ სტარი კრიმში, მარიუპოლიდან 5 კილომეტრში, თანამგზავრებმა დააფიქსირეს 200 მეტრზე მეტი სიგრძის თხრილები, რომელიც, სავარაუდოდ, მოკლული მარიუპოლის მაცხოვრებლების კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები