ზელენსკი: დღეს აშშ-ისა და უკრაინის მეგობრობა და პარტნიორობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხი უკვე ორი თვეა, იბრძვის. მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის, – ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

”დღეს უკრაინელი ხალხი ერთიანი, ძლიერია და ამერიკა-უკრაინის მეგობრობა, პარტნიორობა ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა”, – წერს ზელენსკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები