ზელენსკი იმედოვნებს, რომ რომის პაპი ფრანცისკე შეძლებს უკრაინაში ჩასვლას და მარიუპოლის გადარჩენას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ რომის პაპი ფრანცისკე შეძლებს, უკრაინას მალე ეწვიოს და, ასევე, დაეხმარება მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ვისურვებდი, რომ თავიდანვე ჩამოსულიყო, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი ხალხისთვის უკრაინის აღმოსავლეთში. ვისურვებდი, რომ მან სცადოს მარიუპოლისკენ ჰუმანიტარული დერეფნების განბლოკვა – სწორედ ეს ვთხოვეთ მას. არის გარკვეული სიგნალები – ჯერ ნაადრევია ამის თქმა. მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით ამას. ჩვენ ველით, რადგან მას აქვს მისია – მისია ღვთისგან. მას ბევრი ენდობა”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები